General Motors-ი ელექტრო Hummer-ს მსოფლიოს 20 ოქტომბერს წარუდგენს

20 ოქტომბერს General Motors-ი საბოლოოდ წარადგენს დიდი ხნის ნანატრ Hummer-ს, რომელიც მთლიანად ელექტროა.

ავტომწარმოებელმა კომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს,რომ ავტომობილს ექნება ე.წ “Crab Mode”, რაც საშუალებას აძლევს მას გადაადგილდეს რელიეფის გასწვრივ დიაგონალზე, როგორც ქვიშის ბინადარი.ამ ფუნქციის მეშვეობით ელექტრო პიკაპი შეძლებს ვიწრო სივრცეშიც კი მოხერხებულად გადაადგილებას, მიუხედავად მისი მოცულობისა. მას 1000 ცხენის ძალა ექნება, რაც საშუალებას მისცემს სიჩქარე სწრაფად განავითაროს.

ელექტრომობილის პირველი კონცეფტი იანვარში წარადგინეს და წესით მისი გამოსვლა მაისში იგეგმებოდა, თუმცა მიმდინარე პანდემიის გამო თარიღმა გადაიწია.როგორც კომპანიაში აცხადებენ ავტომობილში განთავსებული იქნება Super Cruise-ის ფუნქცია, რომელიც General Motors– ის ახალი თაობის მძღოლის დამხმარე სისტემაა.

ელექტრო Hummer-ის წარმოება 2021 წლისთვის იგეგმება, იმ პერიოდში, როდესაც Tesla’s Cybertruck უნდა გამოვიდეს ასპარეზზე. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ავტომობილის გამოსვლას და ვნახოთ გაამართლებს თუ არა იმედებს.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating