General Motors-მა Hummer-ის ელექტრო ვერსიის გამოსვლა დაადასტურა

ავტომწარმოებელმა კომპანია GENERAL MOTORS- მა 15 წამიანი თიზერით ოფიციალურად დაადასტურა, რომ მუშაობს Hummer- ის ელექტრო ვერსიის გამოშვებაზე. როგორც კომპანია იუწყება,ახალ ელექტრო ავტომობილს ექნება 1000 ცხენის ძალა, რაც საშუალებას მისცემს სიჩქარე სწრაფად განავითაროს.

ცნობილია რომ ავტომწარმოებელი 30 წამიან ვიდეოს Super Bowl- ზე გაუშვებს, რაც პირველი საპრეზენტაციო ჩვენება იქნება, ხოლო რაც შეეხება თავად ავტომობილის კონცეპტს, მისი წარდგენა დაგეგმილია 2020 წლის 20 მაისისთვის, დეტროიტში. ელექტრო Hummer​- ი დამზადდება და გაიყიდება General Motors Company- ის სახელით , რომელიც მის გაყიდვას 2021 წლის ბოლოდან გეგმავს – დაახლოებით იმავე ვადაში, როდესაც Cybertruck–ის დებიუტია დაგეგმილი.

Hummer- ის ტიპის ავტომანქანა თავდაპირველად, სამხედრო Humvee SUV სატვირთო მანქანებზე დაყრდნობით შეიქმნა, რომლებიც ცნობილია მათი დიდი და ყუთის ფორმის დიზაინით. 90-იანი წლების ბოლოს General Motors- მა დაიწყო ავტომანქანის შეცვლილი ვარიანტების ბაზარზე გაყიდვა, თუმცა მოგვიანებით 2010 წლისთვის, ბრენდმა შეწყვიტა წარმოება ფინანსური პრობლემების გამო.

წყარო: იხილეთ აქ