GENERAL MOTORS-მა კადილაკის მფრინავი ავტომანქანის კონცეფცია წარადგინა

სამომხმარებლო ელექტროტექნიკის ონლაინ ღონისძიება- CES 2021-ზე General Motors– მა “კადილაკის” მარკის ავტონომიური და მფრინავი ავტომანქანების დიზაინი წარადგინა.

ავტონომიურ მანქანაში განთავსებულია ტყავის კომფორტული სავარძლები, ჭერი კი დამზადებულია გამჭირვალე მინისგან. მასში ასევე არის ბიომეტრიული სენსორები, რომლებიც მგზავრების სასიცოცხლო მაჩვენებლებზე დასაკვირვებლად არის განკუთვნილი და მიღებულ მონაცემბებს სალონში არსებული ტემპერატურის, ტენიანობისა და განათებას დასარგულირებლად იყენებს. აღნიშნული ფუნქციების დარეგულირება შესაძლებელი იქნება ასევე ხმისა და ჟესტიკულაციის კონტროლის სისტემის მეშვეობით. ავტომანქანაში რამდენიმე ადამიანს შეუძლია ერთად განთავსება.

რაც შეეხება მფრინავ ავტომანქანას (eVTOL), იგი მფრინავი ტაქსის კონცეფციებს ჰგავს, რომელიც აქამდე უკვე გვინახავს.როგორც კომპანიაში აცხადებენ eVTOL 90 კილოვატი სიმძლავრის მოტორით იქნება აღჭურვილი და ელექტროძრავა ოთხ როტორს მიაწვდის ენერგიას, რათა უზრუნველყოს მისი ვერტიკალური აფრენა და დაშვება.

“კადილაკის” ორივე მოდელი კომპანიის “Halo” პორტფოლიოს ნაწილია. ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის აპირებს თუ არა კომპანია მათ წარმოებას და არც გამოშვების თარიღია ცნობილი.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating