Fablabstory-თამარ ნებიერიძე

Fablabstory-ის რუბრიკის შემდეგი სტუმარია თამარ ნებიერიძე, ი.ოცხელის სახელობის ქ. ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე და ფაბლაბ ილიაუნის გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსის ერთ-ერთი მონაწილე.

ფაბლაბის გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ, თამარმა სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყო. აქამდე მას აღნიშნულ სფეროში გამოცდილება არ ჰქონდა და ყველაფრის სწავლა ნულიდან დაიწყო.

“ჩემი სურვილით მივიღე მონაწილეობა აღნიშნულ კურსში, შესაბამისად მიღებული ცოდნაც და განხილული თემებიც საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, ხოლო მენტორებს ეფექტურად და დაუზარებლად მოჰქონდათ სათქმელი ჩვენამდე.კურსის მეშვეობით ვისწავლე როგორ ვიმუშავო პროგრამა Adobe Illustrator-ში.”-  ამბობს თამარი

სამომავლოდ თამარი გეგმავს აღნიშნულ სფეროში საქმიანობის გაგრძელებას და მიღებული ცოდნის განვითარებას.

კურსით დაინტერესებულ თანატოლებს თამარი ურჩევდა, რომ ხელიდან არ გაუშვან ფაბლაბ ილიაუნის ეს შესაძლებლობა, აუცილებლად მზად იყვნენ შრომისთვის და ყველაფერი გააკეთონ წარმატების მისაღწევად.

კურსის ფარგლებში სწავლასთან ერთად, მონაწილეები აქტიურად მუშაობდნენ თავიანთ პროექტებზე და შექმნეს სხვადასხვა თემატიკის ნამუშევარი.

თამარის ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ აქ:

ფაბლაბ ილიაუნი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ატარებს გრაფიკული დიზაინის კურსებს, სრულიად უფასოდ, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის.

0 0 vote
Article Rating