Fablabstory-შაკო ლომაძე

Fablabstory -ს რუბრიკის შემდეგი სტუმარია შაკო ლომაძე, ქობულეთის რაიონ, სოფელ ალამბრის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და ფაბლაბ ილიაუნის გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსის ერთ-ერთი მონაწილე.

ფაბლაბის კურსის შესაებ შაკომ ნათესავისგან გაიგო და გადაწყვიტა ბედი ეცადა. აღნიშნულ სფეროსთან მანამდე შეხება არ ჰქონია და ეს სრულიად ახალი გამოცდილება იყო.

„კურსზე შევისწავლე გრაფიკული დიზაინის ერთ-ერთი პროგრამა Adobe Illustrator. აქამდე ამ პროგრამასთან შეხებაც კი არ მქონია და ახლა უკვე ის თითქმის სრულად შესწავლილი მაქვს” – ამბობს შაკო.

კურსის დასრულების შემდეგ შაკო კვლავ გეგმავს გაჰყვეს ამ სფეროს და უფრო დიდი გამოცდილება დააგროვოს.

შაკო კურსით დაინტერესებულ თანატოლებს ურჩევს, რომ არასოდეს დანებდნენ და ყოველთვის გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი.

“როდესაც კურსი დაიწყო და პროგრამა Adobe illustrator გავხსენი, პირველი რაც გავიფიქრე იყო, რომ ამ კურსზე ზედმეტი ვიყავი რადგან ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი ნათელი გხდა და კურსიც საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩნდა” ამბობს შაკო.

კურსის ფარგლებში სწავლასთან ერთად, მონაწილეები აქტიურად მუშაობდნენ თავიანთ პროექტებზე და შექმნეს სხვადასხვა თემატიკის ნამუშევარი.

შაკოს ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ აქ: 

ფაბლაბ ილიაუნი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ატარებს გრაფიკული დიზაინის კურსებს, სრულიად უფასოდ, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის.

0 0 vote
Article Rating