Fablabstory- მანანა საური

Fablabstory-ის რუბრიკის შემდეგი სტუმარია მანანა საური, ქ.თბილისის #85 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე და ფაბლაბ ილიაუნის გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსის ერთ-ერთი მონაწილე.

ფაბლაბის გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ მანანამ სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყო ინფორმაცია და მას შემდეგ მუდამ ყურადღებით ადევნებს თვალს ფაბლაბის გვერდს, რათა აქტიურად ჩაერთოს პროექტებში.

“მართალია, ამ პანდემიამ მეტწილად ყველაზე და ყველაფერზე უარყოფითად იმოქმედა, თუმცა დადებითი მხარეც ჰქონდა, ვინაიდან სწორედ კარანტინშის ყოფნის პერიოდში აღმოვაჩინე ილიაუნის ფაბლაბის გრაფიკული დიზაინის კურსი, რის შემდეგაც აქტიურად ჩავერთე მათი პროექტების უმრავლესობაში. ამ ეტაპზეც საინჟინრო სკოლის პროექტში ვარ ჩართული”-ამბობს მანანა.

გრაფიკული დიზაინის კურსამდე მანანას გამოცდილება არ ჰქონია და სრულიად ახალი გამოცდილება იყო მისთვის, თუმცა პირველივე ლექციის შემდეგ მოტივაციით აივსო და თითოეულ დავალებას დიდი მონდომებით ასრულებდა. ამასთანავე მენტორებისგანაც გრძნობდა მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისთვის.

კურსის მსვლელობისას მანანას განსაკუთრებულად შემდეგი ფაქტი დაამახსოვრდა:

„იმდენად ჩართული ვიყავი ამ პროექტში, რომ ერთხელ როდესაც კურსის დავალებას ვაკეთებდი და პრობლემას წავაწყდი, ღამის 2 საათზე მივწერე მენტორს, ვიფიქრე დილას ნახავდა და მიპასუხებდა, თუმცა ჩემდა გასაოცრად იმ წამსვე მივიღე პასუხი, რამაც ისეთი მოტივაცია მომცა, იმ ღამესვე დავასრულე ნაშრომი.”

კურსის დასრულების შემდეგ მანანამ ერთ-ერთ კომპანიაში დაიწყო სტაჟირების პროგრამა და კვლავ აქტიურად არის ჩართული ამ მიმართულებით:

“მედიცინისა და ხელოვნების კურსზე პროექტში მონაწილეობისას სრულიად სპონტანურად შევქმენი ლოგო მათი თემატიკიდან გამომდინარე, რომელიც  შემდეგ ოფიციალურად აირჩიეს”.

მანანას რჩევა კურსით დაინტერესებული თანატოლებისთვის — „მეგობრებო იცოდეთ რომ ეს პროფესია ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რისი ცოდნის შემთხვევაშიც ყოველთვის მეტად პრივილეგირებულები იქნებით, შესაბამისად არ გამოტოვოთ ეს ძალიან მაგარი შესაძლებლობა”

კურსის ფარგლებში სწავლასთან ერთად, მონაწილეები აქტიურად მუშაობდნენ თავიანთ პროექტებზე და შექმნეს სხვადასხვა თემატიკის ნამუშევარი.

მანანას ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ აქ: 

ფაბლაბ ილიაუნი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ატარებს გრაფიკული დიზაინის კურსებს, სრულიად უფასოდ, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის.

4 2 votes
Article Rating