Fablabstory-ლიკა ჩიტიშვილი

Fablabstory-ის რუბრიკის შემდეგი სტუმარია ლიკა ჩიტიშვილი, თბილისის სსიპ 161-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და ფაბლაბ ილიაუნის გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსის ერთ-ერთი მონაწილე.

ფაბლაბის გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ, ლიკამ სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყო. როგორც თავად აცხადებს, აღნიშნულმა კურსმა შესაძლებლობა მისცა გაცნობოდა დიზაინთან მუშაობის ძირითად პრინციპებს, ყველაფერი რაც Illustrator-ის შესახებ გაიგო კურსის და მასწავლებლების დამსახურებაა.

“ყოველთვის მსურდა გრაფიკული დიზაინის შესწავლა და სამწუხაროდ ვერასდროს ვახერხებდი. ძალიან მიყვარს ხატვა და ილუსტრაციების შექმნა, სწორედ ამ კურსის განმავლობაში შევძელი ჩემი ოცნებისთვის ფრთების შესხმა . შევქმენი საკუთარი ილუსტრაციები, სამომავლოდ კი ვფიქრობ, სწავლის აქტიურად გაგრძელებას, საკუთარი შესაძლებლობების განითარებასა და გაუმჯობესებას.”- ამბობს ლიკა.

მიღებული ცოდნა ლიკას დაეხმარება საკუთარი უნარების განვითარებასა და პროფესიის არჩევაში.

ლიკას რჩევა კურსით დაინტერესებული თანატოლებისთვის:

 “არ გამოტოვოთ გრაფიკული დიზაინის კურსი, იმის მიუხედავად გეხერხებათ თუ არა ხატვა, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ, რადგან კურსის განმავლობაში ყოველთვის დაგეხმარებიან არაჩვეულებრივი მასწავლებლები. საბოლოო ჯამში,  კურსის ბოლოს დამოუკიდებლად შეძლებთ შექმნათ ნამუშევრები და დაინახავთ თუ რამდენად დიდი გზა განვლეთ კურსის დაწყების შემდგომ.”

კურსის ფარგლებში სწავლასთან ერთად, მონაწილეები აქტიურად მუშაობდნენ თავიანთ პროექტებზე და შექმნეს სხვადასხვა თემატიკის ნამუშევარი.

ლიკას ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ აქ: 

ფაბლაბ ილიაუნი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ატარებს გრაფიკული დიზაინის კურსებს, სრულიად უფასოდ, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის.

0 0 votes
Article Rating