Fablabstory- დავით ჩინჩალაძე

Fablabstory-ის რუბრიკის შემდეგი სტუმარია დავით ჩინჩალაძე, ქ. თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე და ფაბლაბ ილიაუნის გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსის ერთ-ერთი მონაწილე.

დავითი ყოველთვის აქტიურად ადევნებდა თვალს ფაბლაბის აქტივობებს სოციალური ქსელის მეშვეობით და ასევე დადიოდა სამეცნიერო პიკნიკებზე. გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ სწორედ ფეისბუქ გვერდის საშუალებით შეიტყო, რომელმაც მისი იმედები გაამართლა.

„ილუსტრატორის შესახებ გარკვეული ცოდნა მქონდა, თუმცა საკმაოდ რთულად მიწევდა პრობლემების გადაჭრა. კურსზე მოხვედრის შემდეგ კი, ნასწავლი ტექნიკებით ბევრად მარტივად და სწრაფად ვაღწევდი სასურველ შედეგს”-ამბობს დავითი.

კურსი დავითისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა და ამ საქმიანობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.ტრენინგებიდან მისთვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი იყო ფონტზე მუშაობა, როდესაც საკუთარი ფონტი შექმნა.

“ჩემი დიდი პრობლემა იყო მექანიკური შეცდომების დაშვება ყველგან და ყოველთვის. ეს კურსიც არ ყოფილა გამონაკლისი- კურსის დაწყებიდან ყოველკვირეულად გვქონდა პატარა შეჯამებელი ტესტები. თითოეულ ტესტზე ყოველთვის მეშლებოდა 1 პასუხი და მაქსიმალურ შედეგს ვერ ვაღწევდი. თუმცა დროის გასვლასთან ერთად უფრო მეტად შევდიოდი აზარტში და ბოლო დამამთავრებელ ლექციაზე მაინც მოვახერხე მაქსიმალიური ქულის აღება, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო.”

კურსის ფარგლებში სწავლასთან ერთად, მონაწილეები აქტიურად მუშაობდნენ თავიანთ პროექტებზე და შექმნეს სხვადასხვა თემატიკის ნამუშევარი.

დავითის ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ აქ:

კფაბლაბ ილიაუნი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ატარებს გრაფიკული დიზაინის კურსებს, სრულიად უფასოდ, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის.

0 0 vote
Article Rating