Fablabstory- ანა გიორგაძე

Fablabstory-ის რუბრიკის შემდეგი სტუმარია ანა გიორგაძე, რუსთავის N22 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე და ფაბლაბ ილიაუნის გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსის ერთ-ერთი მონაწილე.

ფაბლაბის გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ, ანამ Facebook-ის მეშვეობით შეიტყო. აქამდე მას აღნიშნულ სფეროში გამოცდილება არ ჰქონდა და ყველაფრის სწავლა ნულიდან დაიწყო.

“აღნიშნულ სფეროში აქამდე გამოცდილება არ მქონდა. კურსის შემდეგ კი საკმაოდ ინფორმირებული გავხდი, დავეუფლე პროგრამას- შევისწავლე ძირითადი ხელსაწყოები და “შორთქათები”, რაც ძალიან გამომადგა ნამუშევრების შექმნის დროს”- ამბობს ანა

მიღებული ცოდნა ანამ საკუთარი ილუსტრაციების შექმნისთვის გამოიყენა. სამომავლოდ კი კვლავ აქტიურად გეგმავს სწავლის გაგრძელებას.

კურსით დაინტერესებულ თანატოლებს ანა ურჩევდა, რომ ყველანაირ დეტალს მიაქციონ ყურადღება, რათა მომავალში გაუმარტივდეთ მუშაობა და დასაწყისიდანვე ეცადონ დახვეწონ მუშაობის ტექნიკა.

კურსის ფარგლებში სწავლასთან ერთად, მონაწილეები აქტიურად მუშაობდნენ თავიანთ პროექტებზე და შექმნეს სხვადასხვა თემატიკის ნამუშევარი.

ანას ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ აქ:

ფაბლაბ ილიაუნი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ატარებს გრაფიკული დიზაინის კურსებს, სრულიად უფასოდ, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის.

0 0 vote
Article Rating