FablabStory-ანნა ხომერიკი

Fablabstory-ის რუბრიკის შემდეგი სტუმარია ანნა ხომერიკი,ქ. ბათუმის ი.ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და ფაბლაბ ილიაუნის გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსის ერთ-ერთი მონაწილე.

გამომდინარე იქედან, რომ ანნა აქტიურად ადევნებს თვალს ფაბლაბის აქტივობებს, გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ სწორედ ფეისბუქ გვერდის საშუალებით შეიტყო. როგორც თავად აცხადებს, მიღებული ინფორმაცია სიახლე იყო მისთვის.

„კურსზე სრულიად თავიდან დავიწყეთ პროგრამის- adobe illustrator-ის შესწავლა. მინდა აღვნიშნო მენტორების მიერ გამოჩენილი ყურადღება მოსწავლეების მიმართ. ისინი ყოველთვის მზად იყვნენ განვლილი მასალის თავიდან ასახსნელად, ეს კი სწავლის პროცესს უფრო საინტერესოს და გასაგებს ხდიდა.” – ამბობს ანნა

კურსის დასრულების შემდეგ ანა კვლავ გეგმავს გაჰყვეს ამ სფეროს და უფრო დიდი გამოცდილება დააგროვოს. მიღებულ ცოდნას ახალი და საინტერესო ილუსტრაციების შესაქმნელად გამოიყენებს.

ანნა კურსით დაინტერესებულ თანატოლებს ურჩევს, რომ აუცილებლად გამოიყენონ ეს შანსი და განავითარონ საკუთარი უნარები.

კურსის ფარგლებში სწავლასთან ერთად, მონაწილეები აქტიურად მუშაობდნენ თავიანთ პროექტებზე და შექმნეს სხვადასხვა თემატიკის ნამუშევარი.

 ანნას ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ აქ:

ფაბლაბ ილიაუნი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ატარებს გრაფიკული დიზაინის კურსებს, სრულიად უფასოდ, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის.

0 0 vote
Article Rating