ელექტრო ძრავების ახალი ეტაპი

როდესაც საქმე ელექტრო მანქანების გაუმჯობესებას ეხება, ყველაზე ხშირად ელემენტები ახსენდებათ, ძრავებს კი, რომლებიც მანქანებს მართავს, ნაკლები ყურადღება ექცევა.
APC-ის ტექნოლოგიური ტენდენციების უფროსის განცხადებით, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. იგი ამბობს, რომ ძრავის ტექნოლოგიის გაუმჯობესებას ექნება საფუძვლიანი გავლენა მომავალში ელექტრო ტრანსპორტის გადაადგილებაზე. “ელექტრიფიკაცია ეფუძნება სამ მთავარ საყრდენს: ელემენტები, ელექტრო ძრავი და სიმძლავრის მართვის სისტემა. მართალია, სიახლეებში უმეტესწილად საუბარია ელემენტებზე, თუმცა ყველაფერი მათზე არ არის დამოკიდებული. მთავარი გასაღები ელექტრო ძრავი და სიმძლავრის მართვის სისტემაა”.


 ელექტრო მანქანების ძრავების უმეტესობა ზოგად პრინციპს მიჰყვება – მჭიდროდ გადახლართული მავთულები ურთიერთობენ მძლავრ მაგნიტებთან როტაციის შესაქმნელად.
Equipmake-ის გადაწყვეტა არის ძრავის მაგნიტების ხელახლა გადაწყობა. ეს არა მარტო გაზრდის ბრუნვის კონვერტორების ძალას, არამედ გახდის მაგნიტებს უფრო ხელმისაწვდომს, შედეგად წყლის გაგრილება შესაძლებელი იქნება პირდაპირ მათზე.
ელექტრო მანქანების უმეტესობაში ძრავები ერთ ღერძზეა განლაგებული და ვინაიდან ოთხბორბლიან მანქანებში იქნება ორი ძრავი, თითოეული მათგანი დამაგრდება სხვადასხვა ღერძზე.


სამომავლოდ ასევე იგეგმება ძრავების განთავსება ბორბლებში. ბორბლბში დამონტაჟებული ძრავი მანქანის გადაადგილებას გააუმჯობესებს, ვინაიდან თითოეული ბორბლის მოძრაობა კარგად იქნება გაკონტროლებული.
კომპანია თავისი ძრავების წარმოებას გეგმავს დაახლოებით 18 თვეში. თავდაპირველად მათ გამოიყენებენ ელექტრო ავტობუსებისთვის, სადაც ძრავები უფრო ეფექტურია, ვინაიდან მათ შეუძლიათ მთელი დღე მუშაობა. კომპანიამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება ბრაზილიურ საავტომობილო საწარმოსთან – “Agrale”.

წყარო : იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating