ელექტრონიკის საწყისები უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის

24 თებერვლიდან ფაბლაბ ილიაუნი სკოლის მოსწავლეებისთვის იწყებს “ელექტრონიკის საწყისების” ონლაინ კურსს, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, მიიღონ საბაზისო ცოდნა ელექტრონიკაში, რაც მომავალში გამოადგებათ მიკროკონტროლერების გამოყენებით პროექტების შესრულებისთვის.

პროექტი გაგრძელდება 12 კვირის განმავლობაში, სადაც მონაწილეები შეისწავლიან:

  • ანალოგური და ციფრული ელექტრონიკის საწყისებს
  • ძირითადი ელექტრონული კომპონენტების მუშაობის პრინციპებს
  • ელექტრონულ სქემებში მიმდინარე ფიზიკურ მოვლენებს და კანონებს
  • ელექტრონული კომპონენტების შეერთების ტიპებს
  • ელექტრონული წრედების ლოგიკურ ელემენტებს

სწავლების პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც სრულდება ვირტუალურად TinkerCad გარემოში.

► ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?

კურსი განკუთვნილია IX-XII კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

► როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2021 წლის 20 თებერვლისა.

► სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/WZsLkqfUqfjM53sE8

კურსის ჩატარების დრო: ოთხშაბათი-18:00 საათი

შეხვედრის ხანგრძლივობა- 1,5 საათი

კურსის ხელმძღვანელია: გიორგი გოგოლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამული ინჟინერიის მაგისტრანტი.

შენიშვნები: კურსის ბოლოს სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა გაცდენილი ლექციების რაოდენობა არ აღემატებოდეს 20%-ს.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არაუგვიანეს 2021 წლის 22 თებერვლისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: fablabtraining@iliauni.edu.ge

0 0 vote
Article Rating