ელექტრო თვითმფრინავმა ვანკუვერში პირველი წარმატებული კომერციული ფრენა განახორციელა

კომერციულმა ელექტრო თვითმფრინავმა განახორციელა პირველი საცდელი ფრენა ვანკუვერში, რომელიც 15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც საიჟინრო ფირმა MagniX- ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ამ ცდამ  კომერციული ავიაციის ყველა ელექტრული ფორმით მუშაობა დაადასტურა. ამ კომპანიამ შექმნა თვითმფრინავის ძრავი და თანამშრომლობდა Harbor Air-სთან, რომელსაც წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს ვანკუვერის, სათხილამურო კურორტებისა და ახლომდებარე კუნძულების მიმართულებით. უნდა ითქვას ისიც, რომ Harbour Air-ს მინიმუმ ორი წელი მოუწევს ლოდინი, სანამ 40-ზე მეტი თვითმფრინავის ელექტრიფიკაციას შეძლებს. 

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) ხელი შეუწყო ეფექტური ბიოსაწვავის ძრავებისა და მსუბუქი თვითმფრინავების მასალების უფრო მეტ გამოყენებას, აგრეთვე მარშრუტის ოპტიმიზაციას.

საცდელი ფრენა განხორციელდა 100-მდე მაყურებლის თვალწინ. საწვავის ეფექტურობის გარდა, კომპანია დაზოგავს მილიონობით დოლარს ელექტროძრავების შენახვაზეც. ელექტრო თვითმფრინავი სამომავლოდ კარგად უნდა შემოწმდეს, რათა დადგინდეს, რამდენად უსაფრთხო და საიმედოა. ასევე გასათვალისწინებელია  თვითმფრინავის ელემენტის გამძლეობა, რათა შორ მანძილზე მოხდეს გადაადგილება.

“ჯერჯერობით დიაპაზონი არ არის ისეთი, როგორიც გვსურს, რომ იყოს, თუმცა იგი საკმარისია რევოლუციის დასაწყებად”, ამბობს MagniX-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმედოვნებს, რომ ელემენტები და ელექტრო ძრავები საბოლოოდ ისე განვითარდება, რომ უზრუნველყოს უფრო ხანგრძლივი ფრენები.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating