სისტემა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ დრონი მკლავის მოძრაობით მართოთ

მკვლევრებმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაში (CSAIL) შეიმუშავეს ახალი სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ დრონი მხოლოდ მკლავის მოძრაობით.

ლაბორატორიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია მიმდინარე სამუშაოები და ახალი სისტემა.

ელექტრომიოგრაფიის ელექტროდები და მოძრაობის სენსორები მიმაგრებულია მკლავზე, მათი ალგორითმი კი აანალიზებს ამ სენსორებიდან მიღებულ სიგნალებს, რათა მოხდეს მოძრაობის ამოცნობა. შედეგად კი დრონის მანევრირება შესაძლებელია მკლავის მარტივი მოძრაობით. სისტემა არ მოითხოვს ტრენინგის მონაცემებს ყოველ ახალ მომხმარებელზე.

მკლავზე მიმაგრებული სამაჯურის მსგავს მოწყობილობას ელექტრული სიგნალების მეშვეობით შეუძლია, განსაზღვროს მოძრაობა და განასხვავოს დაჭიმული მუშტი, ხელის ბრუნვა ან მკლავის მოძრაობა. ექსპერიმენტზე დაყრდნობით, ტესტირების დროს დრონმა მოძრაობების 81.6%-ის სწორად ამოცნობა შეძლო.

აღნიშნული სისტემა შეიძლება, მოერგოს სხვა რობოტ პროგრამებსაც, რათა ურთიერთქმედება ადამიანისა და რობოტს შორის უფრო მეტად მარტივი გახდეს.მისი მთავარი მიზანია დრონებისა და სხვა მოწყობილობების კონტროლი რაც შეიძლება ბუნებრივად, ადამიანის ინტუიციის გამოყენებით.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating