ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონი სახელწოდებით Ghost 4

სამხედრო ტექნოლოგიურმა სტარტაპმა Anduril,რომელიც დააფუძნა Oculus Rift- ის შემქმნელმა პალმერ ლუკმა, წარადგინა ახალი ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონი სახელწოდებით Ghost 4.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, ეს არის პირველი თაობა, რომელსაც შეუძლია შეასრულოს სხვადასხვა სადაზვერვო მისია, მათ შორის მტრის აპარატურის ან ჯარისკაცების ძებნა, ერთი ადამიანის კონტროლის ქვეშ.დრონი იყენებს მანქანური სწავლების მეთოდს გამოსახულების ანალიზისა და სამიზნეების დასადგენად.

როგორც კომპანიაში აცხადებენ დრონს 100 წუთის განმავლობაში შეუძლია ფრენა, არის წყალგამძლე და მისი კონტროლი შეიძლება როგორც ავტონომიურად, ისე დისტანციურად პილოტის მეშვეობით. დრონი სპეციალურად შექმნილია, რათა ატაროს სადაზვერვო კამერები, ლაზერები სამიზნეების იდენტიფიცირებისთვის. სამომავლოდ მას შესაძლოა საკუთარი შეიარაღების სისტემაც კი ჰქონდეს.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating