დრონების გამოყენების პრაქტიკული კურსი

ERASMUS+ ის პროექტის “განათლება დრონებისათვის” (Educational for Drone) ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებენ რეგისტრაციას დრონების გამოყენების პრაქტიკული კურსის გავლის მსურველთათვის.

სასერტიფიკატო კურსი მოიცავს 10 ლექციასა და პრაქტიკულ სამუშაოებს მცირე ჯგუფებში.შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, ონლაინპროგრამა Zoom-ის მეშვეობით.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  • დრონებთან დაკავშირებული ტექნიკური ტერმინოლოგია;
  • დრონის საერთო კომპონენტების აღწერა და დადგენა;
  •  დრონის სხვადასხვა ღერძზე დამოკიდებულება და მათი ურთიერთქმედება;
  • FPV-ს მახასიათებლები;
  • ზოგადი ცოდნა დრონის საბოლოო აწყობაზე;
  • აღჭურვილობა და პროგრამა, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება გასაზომად და მონიტორინგისთვის;
  • დრონის სამოქალაქო აპლიკაცია;
  • საჭირო ტექნიკური საკითხები;
  •  მეწარმეობის ძირითადი საფუძვლები – რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენი იდეა სიცოცხლისუნარიან ბიზნესად აქციოთ.

კურსს გაუძღვებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერები, რომლებმაც გადამზადების კურსები ERASMUS+ ის პროექტის „განათლება დრონებისათვის (Educational for Drone)“ ფარგლებში გაიარეს.

► ვის შეუძლია მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული კურსით.

შეავსეთ მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2020 წლის 1 სექტემბრისა.

სარეგისტრაციო ფორმა: იხილეთ აქ

ივენთის ლინკი: იხილეთ აქ

კურსის დაწყების თარიღი – 7 სექტემბერი.

0 0 vote
Article Rating