დრონები, რომლებიც შოტლანდიის პოლიციას დაკარგული ხალხის პოვნაში დაეხმარებიან

შოტლანდიის პოლიციამ წარადგინა ახალი დრონები, რომლებიც დაეხმარებიან მათ დაკარგული და საფრთხის ქვეშ მყოფი ხალხის მოძებნაში. დრონებს შეუძლიათ ადამიანის თვალისთვის მიუწვდომელი საგნების დანახვა. ის იყენებს გაუმჯობესებულ კამერებს, რომლებიც 150 მეტრის მანძილიდან აფიქსირებს მოსაძებნ ობიექტებს. მასში არსებული პროგრამა არის საკმარისად კომპაქტური იმისათვის, რომ ტელეფონით მოხერხდეს მისი გამოყენება. შოტლანდიის პოლიციის თქმით, დრონს აქვს სპეციალური მოწყობილობები, როგორიცაა მაღალოპტიკური კამერა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ობიექტები დავინახოთ დიდი სიმაღლიდან. Მას ასევე გააჩნია სპეციალური სენსორული სისტემა და ობიექტის ამოცნობის ფუნქცია.

ეს ფუნქცია მას უვითარდება სურათების ჩვენებით, რომელსაც დროდადრო უმეორებენ მანამ სანამ ობიექტს არ ამოიცნობს.სამძებრო ოპერაციის ჩასატარებლად საჭიროა ორი ადამიანი, ერთი დრონის სამართავად, მეორე კი – ამომცნობი პროგრამის გამოყენებისთვის.

სისტემა არის კოლაბორაციის შედეგი, რომელიც მოიცავს შოტლანდიის პოლიციას, დასავლეთ შოტლანდიის უნივერსიტეტსა და ელექტრული და ტექნოლოგიური სისტემების საერთაშორისო კომპანია – Thales.

პარტნიორობის ინიციატორია CENSIS-ი, ერთ-ერთი შოტლანდიის 8 ინოვაციური ცენტრიდან, რომლებიც არ არიან მოგებაზე ორიენტირებულნი.Შოტლანდიის პოლიციამ უკვე რამდენიმე დრონი განალაგა მათ ტერიტორიაზე, ხოლო სისტემის ოფიციალური პრეზენტაცია შედგება ხუთშაბათს, გლაზგოში,  CENSIS ტექნოლოგიების ყოველწლიურ სამიტზე.

წყარო: იხილეთ აქ