ჩვენს შესახებ

ფაბლაბ ილიაუნი არის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, სივრცე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ინოვაციური იდეები აქციონ რეალობად კვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე დანადგარების დახმარებით.
ფაბლაბ ილიაუნის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში არსებული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, მოიძიოს ინოვატორები და მისცეს წვდომა საჭირო რესურსებზე, ასევე დაეხმაროს საზოგადოებას ტექნოლოგიური პროდუქტების წარმოებასა და კომერციალიზაციაში.
ფაბლაბი არის სივრცე განათლებისათვის, იდეების განხორციელებისა და გამოგონებებისათვის, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესს საქართველოში. ახალი ტექნოლოგიები ილიაუნის ფაბლაბში ხელს უწყობს დიზაინერების, ინჟინრებისა და გამომგონებელი მეწარმეების დატრენინგებას, ასევე მხარს უჭერს სტარტაპების რაოდენობის ზრდას და აქვს დადებითი გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე.

ფაბლაბ ილიაუნი გთავაზობთ:

  • საერთო სამუშაო სივრცეს თანამედროვე ტექნოლოგიებით;
  • ილიაუნის გუნდთან და უნივერსიტეტის მოწინავე მკვლევრებთან თანამშრომლობით პრობლემების გადაჭრასა და იდეებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიონალურ და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას ინოვაციურ იდეებსა და პროტოტიპების დამზადებაზე მუშაობის პროცესში;
  • დახმარებას ბრენდინგისა და მარკეტინგის მიმართულებით;

სასწავლო და ტრენინგ კურსები:

გრაფიკული დიზაინი
2D დიზაინი/Adobe Illustrator CC, Adobe Photoshop, Corel Draw.
3D დიზაინი/Cinema 4D, Rhinoceros.
ციფრული მარკეტინგი
სოციალური მედია, ბრენდინგი, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია.
ვებ დეველოპმენტი
WordPress + HTML, PHP.
მობაილ დეველოპმენტი
IOS, Android.
მიკროელექტრონიკა
Arduino

თანამედროვე დანადგარების მუშაობის პრინციპები:
ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, ვაკუუმ ფორმირების დანადგარი, 3D პრინტერი, 3D სკანერი.

ღონისძიებები:

მეიქათონი, კრეათონი, ჰაკათონი

ფაბლაბში ინოვაციური პროექტის განხორციელება და სტარტაპის დაწყება შესაძლებელია რამდენიმე გზით :

  • ფაბლაბის პროექტებში მონაწილეობის მიღებით;
  • პროექტის წარდგენით;
  • ლაბორატორიაში მოსვლით და საკითხით ადგილზე, დეტალური განხილვით.

როგორ გამოვაგზავნო / ავტვირთო პროექტი?

ფაბლაბ ილიაუნიში პროექტის განსახილველად ფაილის გამოგზავნა შეგიძლიათ ვებ გვერდზე  პროექტის წარსადგენი განყოფილებიდან.

ვის შეუძლია ფაბლაბის სივრცის გამოყენება ?

ფაბლაბ ილიაუნი არის ღია სივრცე ინოვაციებით, სტარტაპებითა და უახლესი დაზგა-დანადგარებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

რა არის ფაბლაბ ქარტია?

ფაბლაბი არის გლობალური ქსელი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა განახორციელოთ ახალი იდეები, თქვენი ნებისმიერი გამოგონება, აქციოთ რეალობად.  ფაბლაბით სარგებლობა შეუძლია ყველას, განურჩევლად ასაკისა.  თქვენს იდეებსა და გეგმებში თავისუფალი ხართ, თუმცა ვალდებულება გეკისრებათ დაიცვათ შემდეგი პრინციპები: 

    • ხელმისაწვდომობა
      ფაბლაბი თქვენს ხელთ არის იმისათვის, რომ შექმნათ ნებისმიერი ინოვაცია. ამისათვის ფაბლაბის მაღალკვალიფიციური პერსონალი მზადაა დახმარება გაგიწიონ და გიხელმძღვანელონ. თუმცა,  თქვენ უნდა გამოიჩინოთ ენთუზიაზმი, რომ დამოუკიდებლად ისწავლოთ ბევრი რამ, მაგ: როგორ დაამზადოთ ინვენტარი ფაბლაბში და ასევე უნდა გაუზიაროთ ლაბორატორია სხვა მომხმარებლებს.
    •  პასუხისმგებლობა
      თქვენი მოვალეობაა, პასუხი აგოთ უსაფრთხოებაზე. აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ იმუშავოთ ისე, რომ არ დააზიანოთ სხვა ადამიანი, საკუთარი თავი ან დანადგარები. პასუხს აგებთ სისუფთავეზე. ლაბოატორია უნდა დატოვოთ სუფთა მდგომარეობაში. 
    • პროცედურები
      რეგულარულად უნდა წეროთ ანგარიშები, იარაღების რაოდენობასთან დაკავშირებით იქნება ეს, თუ რაიმე სხვა შემთხვევა.
    • განათლება
      ფაბლაბის ტრენინგი ემსახურება ცოდნის შეძენას პროექტების კეთებაში და ასევე ერთმენთისთვის მიღებული ცოდნის გაზიარებას. 
    • საქმიანობა
      კომერციული აქტივობები სასურველია, რომ დარჩეს ფაბ ლაბში. თუმცა ის არ უნდა მოვიდეს კონფლიქტში ღია ხელმისაწვდომობასთან, რადგან მათ შესაძლოა სარგებელი მოუტანონ თავად გამომგონებელს და ლაბორატორიას.

რომელი პროგრამული უზრუნველყოფა უნდა გამოვიყნოთ?

2D დიზაინისთვის ვიყენებთ : CorelDraw-ს, Adobe Illustrator-ს, Inkscape-ს ან ნებისმიერ ვექტორულ რედაქტორს,

3D დიზაინისთვის:Fusion 360, Rhinosceroes, Autocad inventor,Solidworks,Autodesk,Openscad ასევე შესაძლებელია საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება.
ფაილები უნდა შეინახოთ შემდეგი ფორმატით: 2D Design Files = SVG/CDR/AI/PDF(ვექტორული მონაცემებით).
3D დიზაინის ფაილები = STL/OBJ

უზრუნველყოფთ თუ არა მასალებს?

რეგისტრირებული პროექტებისთვის ჩვენს ხელთ არსებული მასალის გამოყენება შესაძლებელია (ფანერა, ორგანული მინა, ტყავი … ) იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ იქნება დასაბუთებული მასალის საჭიროება. ასევე, მასალის გამოყენება შესაძლებელია ჩვენს მიერ ორგანიზებულ პროექტებში ჩართვის დროს. სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი მასალა მოაქვს დაინტერესებულ ადამიანს.