ჩვენ შესახებ

Tech
გერმანიის ქართულმა სათვისტომომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბთან პარტნიორობით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება/ საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი (GIZ/CIM)-ის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტი “TechGirls Georgia”. TechGirls Georgia პროექტის მიზანია ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში შეირჩევიან სკოლის მოსწავლე გოგოები (VIII - XI კლასები), რომლებიც მომავალი პროფესიის არჩევის ეტაპზე იმყოფებიან. შერჩეულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონ პროგრამირების/კოდის წერის საფუძვლები, დააარსონ ტექ-გოგოების კლუბი და მონაწილეობა მიიღონ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმის შექმნაში. პროექტი ასევე ითვალისწინებს მენტორინგის პროგრამას და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში არსებული მრავალმხრივი შესაძლებლობების და პერსპექტივების გაცნობას.

Back to top