ჩინეთში 3დ პრინტერით დაბეჭდილი პირველი წიგნის მაღაზია შეიქმნა

Wisdom Bay innovation park-ის ტერიტორიაზე აშენებული წიგნის მაღაზია, რომელიც Tsinghua University’s School of Architecture-ის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, ინოვაციური პარკის ბაზაზე იქნება პირველი 3დ პრინტერით დაბეჭდილი წიგნის მაღაზია.

აღნიშნული მაღაზია 3 კვირაში დაიბეჭდა , ბოლო ეტაპზე მისი დეკორაციაა დარჩენილი და როგორც თავად Tsinghua University School of Architecture-ის წარმომადგენლები იუწყებიან, მაღაზია იანვრის ბოლოს გაიხსნება.

3D პრინტერით დაბეჭდილი წიგნის მაღაზია ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ტრადიციული ბეტონის კონსტრუქცია და მიწისძვრასაც შეუძლია გაუძლოს. მაღაზიის დასაბეჭდათ გამოყენებული იქნა “ბოჭკოვანი ბეტონი”, როგორც 3D ბეჭდვის მასალა შეკუმშვისა და მიწისძვრის ეფექტის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით.

იატაკის გათბობის სისტემით აღჭურვილი შენობა 30 კვადრატული მეტრია და ერთდროულად 15 ადამიანის განთავსება შეუძლია. კონსტრუქცია შედგება სამი ნაწილისაგან – ძირითადი ნაწილია გარეთა მრგვალი კედლი, ასევე სახურავი და გარეთა კედლის მეორე ნაწილი.

The Wisdom Bay Innovation Park დასახელდა როგორც შანხაის პირველი პოპულარული ინოვაციური პარკი. აქ მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი კომპანიაა ჩართული 3დ ბეჭდვის, ვირტუალური რეალობის(VR), ხელოვნური ინტელექტის (AI), რობოტების პროექტების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს პარკში დაიბეჭდა 26,3 მეტრის სიგრძისა და 3,6 მეტრის სიგანის ხიდი, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდი იყო. აღნიშნული პროექტი აგრეთვე Tsinghua University-ის მიერ განხორციელდა და 450 საათი დასჭირდა.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating