Boston Dynamics-ის რობოტმა ძაღლმა ახალ ზელანდიაში მეცხვარეობა შეითავსა.

სამაშველო-სამძებრო მისიებისთვის განკუთვნილმა Boston Dynamics-ის რობოტმა ძაღლმა ახალ ზელანდიაში მეცხვარეობა შეითავსა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს თუ როგორ უვლის ის ცხვრებს ადამიანის ჩარევის გარეშე.

ჩანაწერი გაავრცელა ტექნოლოგიურმა კომპანია Rocos-მა,რომელიც იკვლევს თუ როგორ შეიძლება Boston Dynamics-ის მიერ შექმნილი რობოტი სოფლის მეურნეობაში სამუშაოდ გამოიყენონ.

Spot რობოტი აღჭურვილია მაღალი რეზოლუციის კამერის სენსორებით და შეუძლია უხეშ გარემოში გადაადგილება მონაცემების რეალურ დროში გადასაღებად. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სოფლის მეურნეობაში ფერმერები შეძლებენ მიიღონ უფრო ზუსტი ინფორმაცია მოსავლის შესახებაც და ამ ყველაფერთან ერთად დროის დაზოგვაშიც დაეხმარება.

შეგახსენებთ რომ Boston Dynamics- მა რობოტი ძაღლი საზოგადოებას 2016 წლის ივნისში წარუდგინა, ხოლო მისი გაყიდვა 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 votes
Article Rating