BMW-ის მიერ შექმნილი პირველი ელექტროფიცირებული “ფრთებიანი” კოსტუმი

ავტომწარმოებელმა კომპანია BMW-მ წარმოადგინა პირველი ელექტროძრავის სისტემა “ფრთებიანი” კოსტუმისთვის, რომლის მეშვეობითაც ფრენის ოცნება შეიძლება ახლებურად განხორციელდეს.

აღნიშნული კოსტუმი BMW-ს, კომპანია Designworks-სა და პროფესიონალი მფრინავის პიტერ სალცმენის ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა. ელექტროფიცირებული “ფრთებიანი” კოსტუმი აგებულია BMW-ს i EV ტექნოლოგიაზე და იმართება მკერდთან დამონტაჟებული დანადგარით, ძრავით. ძრავას 20 ცხენის ძალა აქვს და ფრენის დროს სიმაღლის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა.

სამწლიანი ინტენსიური კვლევისა და საცდელი ფრენების შემდეგ, პიტერ სალცმენმა კოსტუმით საჯაროდ გადაუფრინა ავსტრლიის ალპებს. 33 წლის მფრინავი დაახლოებით 3000 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა ორ თანმხლებ მფრინავთან ერთად, რომლებსაც ასევე სპეციალური კოსტუმები ეცვათ.

როგორც BMW-ს წარმომადგენლები იუწყებიან კოსტუმმა მფრინავს საშუალება მისცა მაქსიმალური სიჩქარე, დაახლოებით 300 კმ/სთ განევითარებინა.კოსტუმის მიზანია ეფექტურობის გაზრდა და საბოლოოდ უფრო გრძელი მანძილის დაფარვის შესაძლებლობა.

აღნიშნული კოსტუმი BMW-მ #NEXTGen 2020 ღონისძიების ფარგლებში წარადგინა. ჯერ-ჯერობით მის წარმოებაზე ინფორმაცია არ არის ცნობილი, მომავალი სადემონსტრაციო ფრენა კი სამხრეთ კორეაშია დაგეგმილი, რომელსაც აგრეთვე სალცმენი განახორციელებს.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating