Gadgets

კალიოპე მინი

კალიოპე მინი არის მინი კომპიუტერი ბლოკური პროგრამირებისთვის, რომელიც 2017 წელს გერმანულმა ტექ-სტარტაპმა საგანმანათლებლო მიზნებისთვის განავითარა და დღესდღეობით გერმანიის რიგ სკოლებში საგანმანათლებლო პროგრამაშია ინტეგრირებული.

ულტრაბგერითი სენსორი

 ულტრაბგერით სენსორს სხვადასხვაგვარი შესაძლეობლობები აქვს, მათ შორის სენსორი შეიძლება გამოყენებულ იქნას ავტომატიზირებული მოძრაობისთვის განვითარებისათვის. ბერლინში, calliope mini-ს ოფისში, ასეთი სენსორი გამოიყენება სტუმრების მისასალმებლად: სენსორი აკონტროლებს კარს და როგორც კი ვიღაც შესასვლელში მოძრაობს, კალიოპაში მინი აჟღერებს მისასალმებელ შეტყობინებას.

ultrasonic 1

ტენიანობის სენსორი

ტენიანობის სენორი შეიძლება გამოყენებულ იქნას მაგალითად ნიადაგის ტენიანობის გამოსავლენად ან იმის დასადგენად არის თუ არა წყალი სენსორის გარშემო. ნება მიეცით თქვენს მცენარეებს მოგაწვდინოთ ხმა როცა მათ სწყურიათ

tenianoba

ფიშერ ტექნიკა

Fischertechnik ნაკრები შეიცავს სამი სტაციონარული მოდელის კონსტრუქციისთვის საჭირო კომპონენტებს. სენსორების და გამტარებლების დახმარებით და ინსტრუქციის შესაბამისად (იხ. გერმანულად) შეიძლება აიგოს ადვილად გასაგები მოდელები, როგორიცაა ხელის საშრობი, შუქნიშნები და ბარიერები და ეს მოდელები მართულ იქნეს Calliope mini- ის საშუალებით.

Boson Kit კალიოპესთვის

Boson Kit არის ნაკრები მოდულური, ელექტრონული კომპონენტებით Calliope mini– სთვის. ნაკრები შეიცავს რვა შერჩეულ მოდულს, რომელიც მოიცავს ყველაზე გავრცელებულ ციფრულ და ანალოგ სენსორებსა და აქტივატორებს და ადვილად შეიძლება დაუკავშირდეს Calliope mini-ს.

თანდართული სახელმძღვანელო (გერმანულად) შეიცავს შაბლონურ მაგალითებს ხუთი კონკრეტული პროექტისათვის, სადაც აღწერილია, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ მოდულებთან ერთად და როგორი შეიძლება იყოს პროგრამირების ნაწილი. Boson Kit ასევე შეიცავს დეტალურ ინსტრუქციას სხვა შესაძლო პროექტებზე.

Back to top