ახალი, ჭკვიანი სათვალე “Pokemon Go”-ის შემქმნელი კომპანია Niantic-ისგან

დღესდღეობით კომპანიები ერთმანეთს ახალი, გაუმჯობესებული, ჭკვიანი სათვალის შექმნაში ეჯიბრებიან. ახლახანს Niantic Labs-მა, “Pokemon Go”-სა და “Harry Potter: Wizards Unite” AR სატელეფონო თამაშების შემქმნელმა კომპანიამ, განაცხადა, რომ “Qualcomm”-თან თანამშრომლობით იმუშავებს სათვალის ახალ დიზაინზე. ის გააერთიანებს აპარატურასა და პროგრამულ სერვისს XR2 პლატფორმის დახმარებით, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი  AR და VR ტექნიკისთვის.

წინა  AR სათვალეებისგან განსხვავებით, როგორებიცაა “Magic Leap” და “HoloLens 2”, ახალი იქნება შედარებით ხელმისაწვდომ ფასად. უფრო მეტიც, Qualcomm-ი და Niantic-ი ცდილობენ, იპოვონ გზები, რათა ადამიანებისთვის სათვალის გამოყენება შესაძლებელი იყოს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

“Niantic”-ს უკვე დიდი გამოცდილება აქვს  AR სატელეფონო თამაშების შექმნაში: კომპანიას აქვს მსოფლიოში ცნობილი სისტემა – “Niantic Real World Platform”. სწორედ მისი საშუალებით იმართება ისეთი ცნობილი თამაშები: Pokemon Go, Harry Potter: Wizards Unite, Ingress. 

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად აპირებს Niantic საკუთარი AR სათვალეების გაყიდვას და არც სათვალის გამოსვლის ზუსტი თარიღი არის ცნობილი, თუმცა როგორც ჩანს, ამ ორ კომპანიას მოუწევს პარალელურ რეჟიმში მუშაობა ისეთ კომპანიებთან როგორიცაა Apple. “Qualcomm XR”-ის ხელმძღვანელის თქმით, ისინი ქმნიან დიზაინს, რომელიც სხვა ტექნიკის მწარმოებლებს კომერციალიზაციის საშუალებას მისცემს.