არაბთა გაერთიანებული საამიროები ამინდზე მანიპულაციისთვის დრონებს იყენებს

არაბთა გაერთიანებული საამიროებმა ნალექის გამოსაწვევად უჩვეულო, მაღალტექნოლოგიური გზა აირჩია: დრონების ღრუბლებში ფრენა და მათი ელექტროენერგიით მომარაგება, რათა ამ ყველაფერმა წვიმა გამოიწვიოს.

როგორც პროექტზე მომუშავე პროფესორები აცხადებენ, პროექტი მიზნად ისახავს ღრუბლის წვეთებზე ელექტრული მუხტის ბალანსის შეცვლას. ინგლისის University of Reading-ის მეცნიერებმა ხელი შეუწყეს დრონების აღნიშნული სერიის განვითარებას. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მეთოდი წარმატებული აღმოჩნდება, ეს ხელს შეუწყობს შერეული წყალმომარაგების შევსებას დიდ ქალაქებში, მაგალითად დუბაიში და ამინდის კონტროლს ახალ ეპოქაში.

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში საშუალო ნალექების რაოდენობა მხოლოდ 100 მმ-ს აღწევს წელიწადში, შესაბამისად ქვეყანას უფრო მეტის გამომუშავება სურს.არაბთა გაერთიანებული საამიროები უკვე იყენებენ ღრუბლების ხელოვნურად “შექმნის” ტექნოლოგიას. 2017 წელს მთავრობამ 15 მილიონი დოლარი გამოყო ცხრა სხვადასხვა პროექტისთვის, რომელიც წვიმის ხშირი დოზით მოყვანისთვის იყო გათვლილი.

გამომდინარე იქედან, რომ გარკვეული ქვეყნებისთვის წყლის მარაგის სერიოზული პრობლემა არსებობს, აღნიშნული მეთოდი ქალაქებს “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წვიმას მოუვლენს”.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating