Amazon-მა აშშ-ს ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისგან დრონით მიტანის სერვისზე ნებართვა მიიღო

ონლაინ მაღაზია Amazon-მა აშშ-ს ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისგან მიიღო სპეციალური სერტიფიკატი, რომლის მეშვეობითაც შეძლებს მომხმარებლისთვის დრონის მეშვეობით შეკვეთის მიწოდებას.აღნიშნული დრონი არის Prime Air-ის მიერ შექმნილი MK27, რომელსაც მომხმარებლისთვის საქონლის მიწოდება საწყობიდან 12 კილომეტრის მანძილზე შეუძლია.როგორც კომპანიაში აცხადებენ MK27 30 წუთის განმავლობაში მივა მომხმარებელთან და დაახლოებით 2 კილოგრამამდე ტვირთის გადატანას შეძლებს.მისი მართვა შესაძლებელი იქნება სპეციალური პროგრამის საშუალებით და იმოძრავებენ წინასწარ დაპროგრამებულ მარშრუტებზე, შესაბამისად მათი ყოველი მოძრაობის გაკონტროლება ადამიანის მიერ აღარ იქნება საჭირო.

აღსანიშნავია, რომ Amazon რიგით მესამე კომპანიაა, რომელმაც აშშ-ს ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისგან მიიღო დრონით საქონლის მიწოდების ნებართვა.მანამდე აღნიშნული ნებართვა Wing Aviation-მა და UPS-მა მიიღო, თუმცა აქამდე უპილოტო საფრენი აპარატით ფართო მასშტაბიანი მიწოდების სერვისი არ ჰქონიათ.

კომპანიას დრონების ტესტირება ჯერ-ჯერობით აშშ-სა და კანადაში შეუძლია და ცნობილი არ არის თუ ზუსტად როდის დაიწყებს აღნიშნული მომსახურების მიწოდებას მომხმარებლებისთვის.როგორც ცნობილია, აშშ-ში ჯერ-ჯერობით არ არის შემუშავებული უსაფრთხოების რეგულაციები და არც დაბალ სიმაღლეზე ფრენისთვის განკუთვნილი მარშრუტები, შესაბამისად დრონების უსაფრთხო გადაადგილებისთვის აშშ-ს ავიაციის ფედერალურ ადმინისტრაციას მოუწევს აღნიშნული რეგულაციებისა და სტანდარტების შემუშავება.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating