ელექტრო ავტომობილის ახალი ელემენტი, რომელიც 5 წუთში იმუხტება

ჩინეთში მდებარე ქარხანამ პირველად გამოუშვა ავტომობილის ელემენტი, რომლის მთლიანად დამუხტვა მხოლოდ 5 წუთშია შესაძლებელი. ელექტრო ავტომობილები მნიშვნელოვან როლს თამაშობს კლიმატური კრიზისის მოგვარებაში, თუმცა მათი მთავარი პრობლემა, რომელიც მოგზაურობის დროს იჩენს თავს, ელემენტის დამუხტვასთანა არის კავშირში.

ისრაელში მდებარე კომპანია StoreDot-მა შეიმუშავა ახალი ლითიუმ-იონის ელემენტი, რომელსაც ჩინური კომპანია Eve Energy აწარმოებს.

StoreDot-მა ახალი ელემენტის დემონსტრირება უკვე მოახერხა ტელეფონებში, დრონებსა და სკუტერებში, ხოლო დანარჩენი 1000 ელემენტი, რომელიც ამჟამად არის პროდუქციაში ტექნოლოგიური და საავტომობილო კომპანიებისთვის საჩვენებლად არის. Daimler, BP, Samsung and TDK ინვესტიცია ჩადეს StoreDot-ში, რამაც 130 მილიონის შემოსავალი მოუტანა.

მიუხედავად იმისა, რომ ელემტის დამუხტვა 5 წუთშია შესაძლებელი, უნდა აღინიშნოს, რომ ამისათვის საჭიროა ბევრად უფრო მაღალი სიმძლავრის დამტენები, ვიდრე დღეს გამოიყენება. ელემენტები იყენებენ ნახევარგამტარულ ნანონაწილაკებს და არა გრაფიტს, რათა იონებმა უფრო სწრაფად შეძლონ წინ და უკან მოძრაობა. ამ ლითიუმ-იონის ელემენტებში გამოყენებული ელექტროდების ღირებულების დაბლა ჩამოსაყვანად StoreDot გეგმავს ნახევარგამტარების სილიციუმისგან შექმნას

ელემენტის გამძლეობას რაც შეეხება, . Myersdorf- ის თანახმად, ელემენტების დამუხტვა შესაძლებელია 1000 ციკლით, რომლის შემდეგაც იგი თავდაპირველი სიმძლავრის 80 პროცენტს ინარჩუნებს.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 votes
Article Rating