ტატუ არტისტმა დისტანციურად სამუშაოს შესასრულებლად 5G რობოტი გამოიყენა

5G მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა 5G-ის შესაძლებლობების წარმოჩენას , T-Mobile Netherlands შეუერთდა ლონდონში მყოფ ტექნოლოგს ნოელ დრუსა და ტატუ არტისტს-ვეს თომასს, რათა ეს ყველაფერი რეალობაში განეხორციელებინათ.

პროექტის ფარგლებში, რომელსაც The Impossible Tattoo შეარქვეს, დრიუს დაევალა 5G–იანი ძრავით აღჭურვილი, მანქანური დასწავლის სისტემის შექმნა, რომელიც თომას საშუალებას მისცემდა დისტანციურად მომსახურებოდა მომხმარებლეს. აღნიშნულ პროექტში ჩართვას და ტატუს გაკეთებას დათანხმდა ჰოლანდიელმი მსახიობი და სატელევიზიო სახე, სთინ ფრანსენი.

აღნიშნული პროექტის განვითარება 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და გამოყენებული იყო მრავალჯერადი განვითარების პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნიკა, 3D პრინტერები, ხდებოდა დიზაინის მუდმივი გამეორება და პროტოტიპების შემუშავება.

“მექანიზმის გამოცდა მანამ სანამ სრულყოფილი და დახვეწილი იქნებოდა, ბოსტნეულზე ხდებოდა” განაცხადა ნოელ დრუმ.

რაც შეეხება თავად მოხალისეს, მან ეს მთლიანი პროცესი მამაცად და მშვიდად გაიარა.დრიუს თქმით, პროცესის განმავლობაში პოტენციომეტრი აკონტროლებდა ფრანსენის მკლავის ზედაპირს იმისათვის, რომ იგი დაცული ყოფილიყო და ნემსი ძალიან ღრმად არ ჩასულიყო.საბედნიეროდ, გამოცდილების დროს არავინ დაზარალებულა და ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა.

მთლიანი პროცესის ნახვა მოცემულ ვიდეოშია შესაძლებელი:

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating