ესპანეთში, 3D პრინტერით დაბეჭდილი სასუნთქი მოწყობილობა შექმნეს, რომელიც მედიცინის ექსპერტების მიერ არის დამტკიცებული.

ვირუსთან დაკავშირებული ვითარებიდან გამომდინარე საავადმყოფოებისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებების დახმარების გაწევის მიზნით, ესპანეთში სამედიცინო ექსპერტებთან თანამშრომლობით შემნეს 3D პრინტერით დაბეჭდილი სასუნთქი აპარატი. მოწყობილობა არის გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებისთვის, რომელიც დაეხმარება მათ სუნთქვაში.

მოგეხსენებათ, რომ 3D ბეჭდვითი საზოგადოება მობილიზებულია, რომ მსოფლიოში სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობა არ შეიქმნას და ამისთვის სხვადასხვა პროდუქციის წარმოებაც დაიწყეს. უკვე დამზადდა კიდეც სხვადასხვა 3D ნაბეჭდი დამცავი ნიღაბი, სათვალე, ფარი, თუმცა ზოგიერთი მათგანის ეფექტურობა, გამძლეობა და უსაფრთხოება სამედიცინო გზით არ არის დამტკიცებული. ამას ვერ ვიტყვით ესპანეთში შექმნილ მოწყობილობაზე, რომელმაც შეძლო ყველანაირი მოთხოვნის დაკმაყოფილება და უკვე შესაძლებელია მისი დიდი მასშტაბით წარმოება.

სასუნთქი აპარატის შესახებ:

ეს 3D მოდელი – “Leitat 1“ არის Leitat Technology Center-ის მიერ შექმნილი, რომელიც სუნთქვის მოწყობილობის აპარატის მაგალითზე შეიმუშავეს. მოწყობილობა შექმნა ესპანეთის ცენტრის ინჟინერმა ბატონმა გალინდომ, შემდეგ კი მედიკამენტურად დაადასტურა ექიმმა ლუის ბლანჩმა, Parc Taulí Hospital-ის ინოვაციების დირექტორმა, რომელიც მექანიკური ვენტილაციის ექსპერტია.

პირველი პროტოტიპი დამზადდა 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით, სხვადასხვა პროექტის პარტნიორების აპარატების გამოყენებით, რომელიც აკმაყოფილებს ასეთი მოწყობილობისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას. როგორც Leitat Technology Center იუწყება, ისინი შეძლებენ ყოველ დღე დაახლოებით 50-100 ერთეულის შექმნას, ვინაიდან მოწყობილობის აწყობა სწრაფად არის შესაძლებელი.

მოწყობილობის წარმოება უკვე დაწყებულია და პარტნიორები მუშაობენ მეორე მოდელზე, Leitat 2-ზე, რომელიც უფრო მეტად უნდა აკმაყოფილებდეს ესპანეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კომპანიამაც გამოთქვა სურვილი დახმარებოდნენ სასუნთქი აპარატის დაბეჭდვაში – The Navantia-მ და Airbus groups-მა გამოყვეს კიდეც ამ პროექტისთვის თავაინთი 3D პრინტერები.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 votes
Article Rating