3D პრინტერით დაბეჭდილი გამორჩეული რობოტები

როგორც ყველასთვის ცნობილია, 3D ბეჭდვითი ტექნოლოგია მრავალ სფეროში საკმაოდ წარმატებულად გამოიყენება და ვითარდება.ამას არც რობოტების სფერო ჩამორჩება და აღნიშნული ტექნოლოგია დიზაინერებს აძლევს თავისუფლებას, დაამატონ ახალი ფუნქციები თავიანთ შემოქმედებას, საბოლოო ჯამში კი მომხმარებელსაც შეუძლია რობოტი მოარგოს საკუთარ სპეციფიკურ საჭიროებებს.

ამ სტატიაში თქვენ ნახავთ მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავ და მოწინავე 3D პრინტერით დაბეჭდილი რობოტების პროექტებს- ჰუმანოიდი რობოტებიდან დაწყებული ოთხფეხა რობოტებით დამთავრებული. ასევე შეხვდებით შედარებით მოკრძალებულ პროექტებსაც, რომლის განხორციელებაც სახლის პირობებში შესაძლებელია.

Pollen Robotics: Reachy

ფრანგულმა კომპანია Pollen Robotics-მა თავისი შთამბეჭდავი რობოტი Reachy პირველად 2019 წელს გააცნო საზოგადოებას. Reachy არის მთლიანად 3D პრინტერით დაბეჭდილი რობოტი, რომელიც წარმოდგენილია მხოლოდ სხეულის ზედა ნაწილით.

მისი თავი მოძრაობს მიმაგრებულ ანტენებთან და ორ თვალთან ერთად, ემოციების უკეთ გადმოსაცემად. რაც შეეხება მკლავებს, ისინი ზრდასრული ადამიანის ზომის არის და მისი მეშვეობით რობოტს შეუძლია სხვადასხვა მოქმედების შესრულება როგორიცაა ობიექტების შეგროვება, ხატვა და ა.შ.

Pollen Robotics-მა რობოტის დიზაინი ხელმისაწვდომი გახადა, რათა ყველამ შეძლოს წვლილის შეტანა მის განვთარებაში. კომპანიას Reachy-ის მომსახურების სექტორში დამკვიდრება სურს.

რობოტის შესყიდვის რამდენიმე საფეხური არსებობს და ფასებიც განსხვავებულია. საბაზისო მოდელის ფასი თავის გარეშე და ერთი მკლავით 8,900 აშშ დოლარია, ხოლო სრული მოდელის ღირებულება თავითა და ორი მკლავით -16,900 აშშ დოლარი.

რობოტის დიზაინის ფაილები შეგიძლიათ იხილოთ აქ

InMoov

InMoov-ს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს 3D პრინტერით დაბეჭდილი რობოტის პროექტთან დაკავშირებით. კომპანიის დამაარსებელია გეილ ლენჟივინი, ფრანგი მოქანდაკე და დიზაინერი, რომელმაც მუშაობა თავდაპირველად ხელის პროთეზზე დაიწყო. თუმცა დღეს უკვე მის მიერ წარმოდგენილია მთლიანი რობოტი.მოცემული მოწყობილობა არაჩვეულებრივი მიღწევაა არა მხოლოდ მისი ზომების გამო, არამედ მოხდენილი არტიკულაციის გამო.

InMoov კვლავ ინარჩუნებს საუკეთესოს სტატუსს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ყოველწლიურად ახალ-ახალ შესაძლებლობებს იძენს, მათ შორის არის სისტემის ბოლოდროინდელი დამატებები – ხედვის სისტემა,გაუმჯობესებულ მექანიკა და ა.შ. ეს არის ღია პროექტი, რომელიც გათვალისწინებულია როგორც განვითარების პლატფორმა სტუდენტებისთვის, გამომგონელებისთვისა და აკადემიკოსებისთვის.

InMoov-ის დასამზადებლად საჭიროა 3D პრინტერი, რომლის მოცულობაც მინიმუმ 12 x 12 x 12 სმ იქნება. ასევე Arduino Uno და მეგა მიკროკონტროლერი, სამი სერვო ძრავა (HK15298B, Hitec HS805BB და MG996), MyRobot Lab-ისა და პითონის პროგრამა. ამ ყველაფრის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არის მოწოდებული InMoov-ის ვებსაიტზე, სადაც არის ბლოგები, ინსტრუქცია და ასევე კითხვების არსებობის შემთხვევაში აქტიური საზოგადოება.

ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ

ASPIR V2

წარმოგიდგენთ 3D პრინტერით დაბეჭდილ კიდევ ერთ რობოტს ASPIR, რომლის სახელწოდებაც იშიფრება როგორც- ”ავტონომიური დახმარებისა და პოზიტიური ინსპირაციის რობოტი”.

ASPIR პირველად 2017 წელს ჯონ ჩოიმ წარადგინა და ეს 2015 წლის “Halley Ambassador Robot”-ის განვითარებული ვერსიაა.ერთი წლის შემდეგ, კვლავ გამოვიდა მეორე ვერსია, სახელწოდებით ASPIR V2. რობოტი დაახლოებით 14 კგ-ს იწონის და 122 სმ-ის სიმაღლის არის, მისი ფუნქციონირებისთვის საჭიროა 22 ძრავა.

იგი იყენებს ექვს სუპერზომიან სერვო ძრავას თითო ფეხზე, ოთხ მაღალი ბრუნვის სტანდარტ სერვოს თითო მკლავისთვის, ხუთ მიკრო სერვოს ხელისთვის და ორ დამატებით სტანდარტულ სერვოს თავის მოძრაობის მექანიზმისთვის.

სხეულის თითოეული ნაწილი არის 3D პრინტერით დაბეჭდილი და მის დასამზადებლად დაახლოებით 300 საათია საჭირო. თუ გსურთ რობოტი თავად დაამზადოთ, მაშინ ამისათვის დაგჭირდებათ GitHub ფაილები, 3D პრინტერი 250 x 250 x 250 მმ მოცულობით და მისი მასალა-51 კგ PLA.სრული ინფორმაციის ნახვა ინსტრუქციაშია შესაძლებელი.

ინსტრუქცია

Boston Dynamics: Atlas

ცნობილი რობოტების მწარმოებელი კომპანია Boston Dynamics-ის ერთ-ერთი ცნობილი რობოტია-Atlas, რომელიც თითქმის მთლიანად 3D პრინტერით არის დაბეჭდილი. იგი თავდაპირველად შექმნილი იყო საძიებო და სამაშველო დავალებების შესასრულებლად. იმისათვის, რომ Atlas robot იყოს მსუბუქი და ამავდროულად ძლიერი, მისი ფეხები და მკლავები დაბეჭდილია ლითონის მასალისგან.

ვიდეოს საშუალებით უკეთ გაეცნობით მის შესაძლელობებს.

LittleBots: LittleArm V3

LittleArm V3 არის მთლიანად 3D პრინტერზე დაბეჭდილი, Arduino რობოტის ნაკრები. იგი 2016 წლის LittleArm პროექტიდან განვითარდა, რომელიც მიზნად ისახავდა STEM მიმართულების სკოლებში დანერგვას. როდესაც მცდელობა წარმატებით განხორციელდა, საჭირო გახდა მოსალოდნელზე დიდი რაოდენობით წარმოება.ეს STEM მიმართულებაში საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

LittleArm V3 მოიცავს მხოლოდ ოთხ 3D ბეჭდვურ ნაწილს,საერთო დიზაინი არის გლუვი და ასაწყობათაც საკმაოდ მარტივია.იგი როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდებისთვის სასწავლებლად საკმაოდ სრულყოფილი ხელსაწყოა

Poppy Project: Poppy Humanoid

ეს პატარა ჰუმანოიდი არის Poppy Project–ის ნაწილი, ღია წყაროს პლატფორმიდან, იმისათვის რომ შექმნან, გამოიყენონ ინტერაქტიული 3D პრინტერით დაბეჭდილი რობოტები. Poppy Humanoid არის მეთიუ ლაპერის მიერ შექმნილი მოწინავე 3D ბეჭდვითი რობოტი, რომელიც შესაფერისია მრავალფეროვანი პროგრამებისთვის, რომლითაც ისწავლება რობოტიკა და კომპიუტერული მეცნიერებები.

დახასიათებაში აღნიშნავენ რომ Poppy Humanoid-ს აქვს “ბიო-ინსპირირებული მორფოლოგია”, მრავალწახნაგოვანი საყრდენი და ადამიანის პროპორციები. იგი იწონის 3.5 კილოგრამს, ხოლო სიმაღლით 83 სანტიმეტრია. მას აქვს LCD ეკრანი და ორი ფართო კუთხის კამერა. თუ მის აწყობას გადაწყვეტთ, ეს გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული:

Poppy ნაკრების, Raspberry Pi-სა და 3D ბეჭდვითი ნაწილების ჩათვლით მისი ფასი 9,937 აშშ დოლარია, ხოლო ბეჭდვითი ნაწილების გარეშე-7,101 აშშ დოლარი. რობოტის ასაწყობად სპეციალურ ვებგვერდზე მოცემულია დაწვრილებითი ინფორმაცია.

რობოტის ასაწყობათ საჭირო მასალები იხილეთ აქ

Otto the Humanoid

Otto the Humanoid არის რობოტი, რომელსაც აქვს 8 x 8 LED- ნათურები, დაახლოებით 30 “წინასწარ განსაზღვრული” ემოციების გამოსახატავად. Otto-ს შეუძლია ცეკვა, სიარული და მისი კონტროლი შესაძლებელია Bluetooth აპლიკაციის საშუალებით, რომლის ჩამოტვირთვაც ნებისმიერ მობილურში შესაძლებელია. ის არის ესპანელი დიზაინერის მიერ შექმნილი, Otto DIY პროექტის ნაწილი, რომელიც 2014 წელს დაიწყო და ამჟამად ჩეხეთშია დაფუძნებული. ეს არის ღია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერი ნაკრები და უბრალოდ თქვენით დაიწყოთ საკუთარი Otto- ს შექმნა. უამრავი რესურსი არის ხელმისაწვდომი, მათ შორის სრული ინსტრუქციის სახელმძღვანელო და Tinkercad ფაილები.

სრული ინსტრუქცია იხილეთ აქ

ზემოთ მოცემული პროექტების შემდეგ გაგაცნობთ ფაბლაბ ილიაუნიში შექმნილ ottobot-ს, რომელიც აქ არსებული 3D პრინტერის გამოყენებით შეიქმნა.

Ottobot-ს შეუძლია გარკვეული მოძრაობების შესრულება, ცეკვა. მის ასაწყობად გამოყენებულია Arduino Nano shield, ultrasonic sensor,ხმის გამაძლიერებლები,ელემენტი. საბეჭდ მასალას რაც შეეხება, გამოყენებულია PLA.

ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მოვიდეს, ნახოს, ააწყოს აღნიშნული Ottobot და ასევე წვდომა ჰქონდეს ჩვენს სივრცეში არსებულ სხვა ნამუშევრებზეც.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating