ევროპის უდიდესი 3D პრინტერის მიერ შექმნილი ორსართულიანი სახლი

მიუხედავად იმისა, რომ 3D ბეჭდვითი ტექნოლოგია ყველაზე ხშირად გამოიყენება მცირე ზომის მოდელების ან პროტოტიპების დასამზადებლად, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი არ შეიძლება გამოვიყენოთ დიდი ობიექტების შესაქმნელად.ბელგიური სამშენებლო კომპანია Kamp C-ის მიერ ევროპის ყველაზე დიდი 3D პრინტერი სახლის დასაბეჭდათ იქნა გამოყენებული. სხვა 3D დაბეჭდილი სახლებისგან განსხვავებით, აღნიშნულს აქვს ორი სართული, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ამბიციურ 3D პრინტერით დაბეჭდილ საცხოვრებელ პროექტად აქცევს.

სახლის დასაბეჭდათ გამოიყენეს BOD2 ტიპის პრინტერი, რომელიც არის ევროპაში პირველი სახლის დასაბეჭდათ გამოყენებული პრინტერის-BOD-ის გაუმჯობესებული ვერსია და მასზე 3-ჯერ სწრაფია.პრინტერი იყენებს სპეციალურად შეზავებულ ბეტონის მასას ფენების დასაშენებლად.სახლი გამოირჩევა მრავალრიცხოვანი ინოვაციური მდგრადი მახასიათებლებით, მათ შორის მზის პანელებითა და იატაკქვეშა გათბობის სისტემით.

აღსანიშნავია, რომ შენობა, რომელიც თითქმის 90 კვადრატული მეტრია ფაქტობრივად არ არის განკუთვნილი საცხოვრებლად. როგორც სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ ისინი მას სახლს უწოდებენ, რადგან მას აქვს საცხოვრებელი სახლის ტიპიური ზომები. სინამდვილეში შენობას უფრო მეტად დემონსტრაციისთვის, კონფერენციებისთვის და სხვა ტიპის ღონისძიებებისთვის იყენებენ.

მსგავსი ტიპის პროექტები ხელს შეუწყობს სამომავლოდ 3D პრინტერით შექმნილი ობიექტების პოპულარობას და დეველოპერები შეძლებენ ძალიან სწრაფად, ხელმისაწვდომად შექმნან დიდი რაოდენობით, მაღალი ხარისხის საცხოვრებელი სახლები.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating