3D პრინტერის გამოყენებით აღდგენილი მუმიის ხმა

თანამედროვე ვიზუალიზაციისა და 3D ბეჭდვის წყალობით, ახლა უკვე ვიცით, თუ როგორი ხმა ჰქონდა ძველეგვიპტურ მუმიას. მეცნიერმა დეივიდ ჰოვარდმა და მისმა კოლეგებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოახერხეს ნესეიმანის ვოკალური ტრაქტის აღდგენა, რომელიც 3000 წლის წინ ცხოვრობდა, ფარაონ რამზეს XI-ის მეფობის დროს. მეცნიერებმა გამოსახულების შესაქმნელად დაასკანერეს მუმიის ვოკალური ტრაქტი, გაზომეს ასევე სასუნთქი გზების, ძვლებისა და რბილი ქსოვილების სტრუქტურები. ვოკალური ტრაქტი ციფრულად იქნა აღდგენილი და მიღებული მოდელი 3D პრინტერის გამოყენებით დაბეჭდეს, რომლის საშუალებითაც მიიღეს მუმიის ხმა.

საწყის ეტაპზე მეცნიერებმა მხოლოდ ერთი გრძელი ბგერა აღადგინეს, დანარჩენზე მუშაობას კი კვლავ განაგრძობენ. მეცნიერებისთვის ეს სასიხარულო ამბავია, ვინაიდან აღადგინეს არა ნამდვილი ადამიანის, არამედ – დიდი ხნის წინ გარდაცვლილი მუმიის ხმა. აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ხმა საკმაოდ რეალისტურად ჟღერს.

მკვლევარების თქმით ეს მიღწევა უნიკალურად აკავშირებს მათ წარსულთან და შესაძლებლობას აძლევს 3000 წლის მუმიას, რომ 21 საუკუნეში ხმა ჰქონდეს. ახლა უკვე მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს მუმიის ნახვასთან ერთად მისი ხმის მოსმენის შესაძლებლობა ექნება.

წყარო : იხილეთ აქ