კრეატიული გზები, რომლითაც 3D ბეჭდვა ხელს უწყობს მდგრადი გარემოს განვითარებას

ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური გახდა მდგრადობის თემა,განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე წარმოებას ეხება. მოცემულ სტატიაში განხილული იქნება 3D ბეჭდვითი ტექნოლოგია, რომელიც ხელს უწყობს მდგრადი პროცესების განვითაებას ჩვენს გარშემო, დიზაინის ოპტიმიზირებული და მსუბუქი ნაწილების წარმოების გზით. არსებობს სხვადასხვა გზა რომლითაც 3D ბეჭდვა და მდგრადობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ქვემოთ სწორედ მსგავსი საკითხები იქნება განხილული, თუ როგორ პასუხობს 3D ბეჭდვა გარემოსდაცვით საკითხებს, რომელიც ჩვენი პლანეტისთვის მდგრადი მომავლის გარანტია.

პლასტიკური ნარჩენების გადამუშავება:

პლასტიკური ნარჩენებით გარემოს დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე მასიური პრობლემაა მსოფლიოს მასშტაბით და პრაქტიკულად ყველა ტიპის ეკოსისტემას ადგება ზიანი ამ პრობლემით, განსაკუთრებით კი ოკეანეებს. პლასტიკურმა სამომხმარებლო ნარჩენებმა, ისევე როგორც სამრეწველო პროდუქტებმა, დამანგრეველი შედეგი მოუტანეს მსოფლიო წყლის ეკოსისტემას. პრობლემის სიდიდიდან გამომდინარე, მსგავსი საკითხები აშკარად ფართომასშტაბიან გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს. დღესდღეობით არსებობს კიდეც სხვადასხვა სახის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს პლასტიკური ნარჩენებისგან ბუნების გასუფთავებას და მის სხვა, გამოსაყენებელ პროდუქტად გადაქცევას. მსგავსი ტიპის პროექტებში ინტეგრირებული იქნა 3D ბეჭდვა, რომელიც საკმაოდ ეფექტური საშუალება აღმოჩნდა, ვინაიდან შესაძლებელია პლასტიკური ნარჩენებისგან გადამუშავების გზით, მიღებულ იქნას 3D ბეჭდვითი მასალა.

ერთ-ერთი ასეთი პროექტი განახორციელა როტერდამში დაფუძნებულმა დიზაინის სტუდია The New Raw-მა, რომელმაც საბერძნეთში შეაგროვა მიტოვებული სინთეზური სათევზაო ბადეები და გადააქცია ისინი 3D ბეჭდურ ზღვის ნივთების სერიად. ამავე სტუდიამ სალონიკში პლასტიკური საყოფაცხოვრებო ნარჩენები 3D ბეჭდვის დახმარებით საზოგადოებრივ ავეჯად აქცია.

ამ მიმართულებით აღსანიშნავია ასევე, Plastic Bank-ის მიერ წამოწყებული პროექტი რომელიც ცდილობს მილიონობით კილოგრამი პლასტიკური ნარჩენის გადამუშავებას, რათა ოკეანეების დაბინძურება შეამციროს. როგორც მაგალითებიდან აღინიშნა 3D ბეჭდვის გამოყენებით, რომელიც ახანგრძლივებს მასალის სასიცოცხლო ციკლს, სრულიად შესაძლებელია პლასტიკური ნარჩენების გამოსაყენებელ პროდუქტებად გადაქცევა.

ეკოსისტემების შენარჩუნება:

მარჯნის რიფები,პლანეტის უმდიდრესი და ყველაზე მრავალფეროვანი ეკოსისტემა სერიოზული სართხის წინაშეა, რაც გლობალურ დათბობას უკავშირდება. როდესაც წყლის ტემპერატურა მაღლა იწევს, ეს იწვევს ე.წ გაუფერულებას, რომლის დროსაც ცოცხალი მარჯანი უარყოფს წყალმცენარეებს, რომლებიც მისი ქსოვილების შიგნით ცხოვრობენ და მის ენერგიას უზრუნველყოფს.ეს მავნე პროცესი არღვევს ორი ორგანიზმის სიმბიოზურ ურთიერთობას და მკვეთრად მოქმედებს სხვა სახეობებზე, რომლებიც მარჯანსა და წყალმცენარეებზე არიან დამოკიდებულნი სიცოცხლის შენარჩუნებისა და დაცვისთვის.მარჯნის რიფების ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემაა სწორედ მათი ფერის ცვლა. დაზიანებულ რიფებს ცვლიან სიმბიოზური წყალმცენარეები, რომლებიც ღია ფერით ღებავენ ამ უკანასკნელს. შედეგად კოლონიებში იქმნება ღია მოთეთრო მონაკვეთები.

3D ბეჭდვის ტექნოლოგიამ ამ ვითარებაშიც კი გააჩინა იმედის ნაპერწკალი. სხვადასხვა დაკვირვებებიდან გამომდინარე, ხდება შესწავლა თუ როგორ შეიძლება 3D ბეჭდვის გამოყენება, რათა შეიქმნას მარჯანით ინსპირირებული სტრუქტურები, რომლებიც შეიძლება მოთავსდეს წყლის გარემოში, რათა ხელი შეუწყონ ბუნებრივი მარჯნის ზრდას.

ავსტრალიაში დაფუძნებულმა ერთ-ერთმა კომპანიამ Reef Design Lab, რომელმაც არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა, შექმნა მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D ნაბეჭდი მარჯნის რიფი, რომელიც 2018 წელს მალდივის კუნძულებზე განათავსეს.ხელოვნური რიფი შედგება ასობით კერამიკული და ბეტონის ნაწილისგან, რომლებიც დამზადებულია 3D ბეჭდვით, სპეციალური ფორმებით, რათა დამსგავსებოდა ნამდვილ მარჯანს.აღსანიშნავია ასევე დიზაინის სტუდია Emerging Objects, რომელმაც ასევე წამოიწყო საკუთარი საქმიანობა ამ სფეროში, Boston Ceramics–სა და SECORE–სთან თანამშრომლობით. ისინი ერთად იმუშავებენ რიფების ეფექტურ აღდგენაზე.

სამშენებლო ინდუსტრია:

სამშენებლო ინდუსტრია საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს გარემოზე, ვინაიდან აქ გამოყენებული მასალები ეკოსისტემისთვის საკმაოდ ზიანის მომტანია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მასალაა ცემენტი, რომელსაც დედამიწაზე ყველაზე დესტრუქციული მასალასაც კი უწოდებენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ნამდვილად საჭიროა ინოვაციური გადაწყვეტა, რომლისთვისაც საკმაოდ ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს 3D ბეჭდვითი ტექნოლოგია. მართალია ფართო წარმოებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ, თუმცა სხვადასხვა მაგალითიდან გამომდინარე კარგად არის ცნობილი 3D ბეჭდვითი ტექნოლოგიის ჩართულობა სამშენებლო ინდუსტრიაში.

ამ მიმართულებით ცნობილია 3D ბეჭდვითი კომპანია WASP, რომელმაც TECLA-ს პროექტის ფარგლებში, იტალიის ქალაქ ბოლონიაში განახორციელა 3D ბეჭდვური მშენებლობა. პროექტი მოიცავს მდგრადი ჰაბიტატის მშენებლობას კომპანიის Crane WASP 3D პრინტერისა და ადგილობრივი მასალების გამოყენებით, რომლებიც მეორადი და გადამუშავებადია. მასალა შეიმუშავეს სამშენებლო მასალების კომპანია Mapei-სთან თანამშრომლობით. პროექტი-TECLA მიზნად ისახავს ადგილობრივი სამშენებლო მასალების, ისეთი როგორიცაა თიხა, ბეჭდვით სამშენებლო მასალებში ადაპტირებას.

ბიოდეგრადირებადი მასალები:

კიდევ ერთი საინტერესო სფერო, რომელშიც 3D ბეჭდვა და მდგრადობა არის დაკავშირებული, არის ეკო მეგობრული მასალების შემუშავება. Mediated Matter group არის ერთ-ერთი, რომელიც მუშაობს 3D ბეჭდვისთვის წყალზე დაფუძნებული ბიოპოლიმერული მასალის ტექნოლოგიის შემუშავებაზე, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია ბუნებრივად მიღებულ და უხვ მასალებზე.აღნიშნული მასალები, რომლებიც მიიღეს ხეებიდან, მწერებისგან, ვაშლისა და ძვლებისგან, გაერთიანებულია მაღალი სივრცითი რეზოლუციებით, რათა შექმნან ბიოდეგრადირებადი კომპოზიციები.

აღსანიშნავია ასევე ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევრის მიერ გამოქვეყნებული სტატიები, რომელიც შეეხება McDonald’s-ის საკვები ზეთის გარდაქმნას ბიოდეგრადირებად 3D ბეჭდვით მასალად. მიღებული მასალა წარმოაჩენს ნარჩენების გამოყენების პოტენციალს, თუ როგორ შეიძლება გამოყენებული საკვები ზეთის წარმოება 3D ბეჭდვით მასალად, რომელიც გარდა იმისა, რომ ეკო-მეგობრულია, ასევე წარმოებისთვისაც იაფია.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, 3D ბეჭდვით ტექნოლოგია თანდათან ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება და როგორც ზემოთ დავინახეთ ის საკმაოდ ეფექტურია მდგრადი ეკოსისტემის განვითარებისთვის, რაც დაგვეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის.3D ბეჭდვა განსაკუთრებით აქტუალური და პრაქტიკულია გახდა დღევანდელი რეალობიდანაც გამომდინარე. მართალია 3D ბეჭდვით სამყაროს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ასევე მისი საკმაოდ განვითარებული და დიდ ისტორია, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating