მეიქათონი

მეიქათონის ძირითადი კონცეფციით, მონაწილე გუნდები ერთმანეთს ინოვაციური და უნიკალური იდეების შეზღუდულ დროში შექმნაში ეჯიბრებიან, შემდეგ კი, ფაბლაბში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების მენტორობით, იდეის პირველად პროტოტიპს ქმნიან.ღონისძიებას, როგორც წესი, ჰყავს გამარჯვებული, რომელიც პროტოტიპის განვითარებასა და პრე-აქსელერაციაზე იწყებს მუშაობას.