Handy

Handy – ეს არის საქართველოში წარმოებული, პირველი ხის მაჯის საათების ბრენდი, რომელიც მზადდება მრავალი სახეობის ხისგან და ნატურალური ტყავისგან. იდეა დაახლოებით 2წლის წინ გაჩნდა, რადგან მწარმოებლებს მაჯის საათები ძალიან უყვარდა.

იდეის განხორციელება დაიწყეს ფაბლაბის მეშვეობით.პროდუქციის პირველი გამოფენა-გაყიდვა თბილისი მოლში მოეწყო, სადაც საათებს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სწორედ ამან მისცა მწარმოებლებს მოტივაცია,რომ დაეხვეწათ პროდუქცია,გაეუმჯობესებინათ ხარისხი და ექციათ ქართულ ბრენდად.

კომპანია ჯერ ისევ განვითარების საფეხურზეა. ახლახანს სტარტაპმა შეძლო საკუთარი რესურსებით შეეეძინა წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიები.
ჯერ-ჯერობით საათების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ Facebook – გვერდზე.

სტარტაპი სამომავლოდ საკუთარი მაღაზიის გახსნასა და უცხოურ ბაზარზე გასვლას გეგმავს. ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმატების იმედს გვაძლევს ის ფაქტი, რომ ახლახან შემოთავაზებები მივიღეთ გერმანიიდან, ასვტრიიდან და ავსტრალიიდან. ნამდვილად არ ველოდით, თუ ჩვენს პირველ ნაბიჯებს ასეთი გამოხმაურება მოყვებოდა. ეს გვაძლევს სტიმულს, ჩვენი პროდუქტი უკეთესი გავხადოთ.

საქმის წამოწყებისთვის დღეს მთავარი  მონდომება, ენთუზიაზმი და შრომაა. თუ საკუთარი საქმე გიყვარს არ არსებობს გადაულახავი ბარიერი.