ჩვენს შესახებ

ინოვაციური პროექტის განხორციელება და სტარტაპის დაწყება შესაძლებელია რამდენიმე გზით :

  • ფაბლაბის პროექტებში მონაწილეობის მიღებით;
  • პროექტის წარდგენით;
  • ლაბორატორიაში მოსვლით და საკითხით ადგილზე, დეტალური განხილვით.

ვის შეუძლია ფაბლაბის სივრცის გამოყენება ?

ფაბლაბ ილიაუნი არის ღია სივრცე ინოვაციებით, სტარტაპებითა და უახლესი დაზგა-დანადგარებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

  1. როგორ გამოვაგზავნო / ავტვირთო პროექტი?
    FabLab ილიაუნიში პროექტის განსახილველად ფაილის გამოგზავნა შეგიძლიათ ვებ გვერდზე  პროექტის წარსადგენი განყოფილებიდან.
  2. რა არის ფაბ ლაბ ქარტია?

ფაბლაბი არის გლობალური ქსელი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა განახორციელოთ ახალი იდეები, თქვენი ნებისმიერი გამოგონება, აქციოთ რეალობად.  ფაბლაბით სარგებლობა შეუძლია ყველას, განურჩევლად ასაკისა.  თქვენს იდეებსა და გეგმებში თავისუფალი ხართ, თუმცა ვალდებულება გეკისრებათ დაიცვათ შემდეგი პრინციპები: 

    • ხელმისაწვდომობა
      ფაბ ლაბი თქვენს ხელთაა, რათა შექმნათ ნებისმიერი ინოვაცია. ამისათვის ფაბ ლაბის მაღალკვალიფიციური პერსონალი მზადაა დახმაფრება გაგიწიონ და გიხელმძღვანელონ. თუმცა,  თქვენ უნდა გამოიჩინოთ ენთუზიაზმი, რომ დამოუკიდებლად ისწავლოთ ბევრი რამ, მაგ: როგორ დაამზადოთ ინვენტარი ფაბ ლაბში და ასევე უნდა გაუზიაროთ ლაბორატორია სხვა მომხმარებლებს.
    •  პასუხისმგებლობა
      თქვენი მოვალეობაა, პასუხი აგოთ უსაფრთხოებაზე. აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ იმუშავოთ ისე, რომ არ დააზიანოთ სხვა ადამიანი, საკუთარი თავი ან დანადგარები. პასუხს აგებთ სისუფთავეზე. ლაბოატორია უნდა დატოვოთ სუფთა მდგომარეობაში. 
    • პროცედურები
      რეგულარულად უნდა წეროთ ანგარიშები, იარაღების რაოდენობასთან დაკავშირებით იქნება ეს, თუ რაიმე სხვა შემთხვევა.
    • განათლება
      ფაბ ლაბის ტრენინგი ემსახურება ცოდნის შეძენას პროექტების კეთებაში და ასევე ერთმენთისთვის მიღებული ცოდნის გაზიარებას. თუ არ ხარ კომერციული მომხმარებელი, მაშინ უნდა გაუზიარო შენი იდეები და ფაბ ლაბ გამოცდილება სხვებს. შენ მიერ განხორციელებული პროექტი, უნდა ატვირთო ჩვენი პროექტის ფორუმზე.
    • კონფიდენციალურობა
      ფაბ ლაბში მიმდინარე პროცესები, მხოლოდ ინდივიდუალური მომხმარებლის ფარგლებში უნდა დარჩეს. თუმცა ინელექტუალური საკუტრება შეიძლება დაიცვათ თქვენი ინტერესების მიხედვით.
    • საქმიანობა
      კომერციული აქტივობები სასურველია, რომ დარჩეს ფაბ ლაბში. თუმცა ის არ უნდა მოვიდეს კონფლიქტში ღია ხელმისაწვდომობასთან, რადგან მათ შესაძლოა სარგებელი მოუტანონ თავად გამომგონებელს და ლაბორატორიას.
  1. რომელი პროგრაული უზრუნველყოფა უნდა გამოვიყნოთ?

2D დიზაინისთვის ვიყენებთ CorelDraw-ს, Adobe Illustrator-ს, Inkscape-ს ან ნებისმიერ ვექტორულ რედაქტორს, 3D დიზაინისთვის Fusion 360, Rhinosceroes, Autocad inventor,Solidworks,Autodesk,Openscad ასევე შესაძლებელია საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება.
ფაილები უნდა შეინახოთ შემდეგი ფორმატით 2D Design Files = SVG/CDR/AI/PDF(ვექტორული მონაცემებით).
3D დიზაინის ფაილები = STL/OBJ

4)რა ღირს მაღალტექნოლოგიური დანადგარებით სარგებლობა ?

ლაზერული მჭრელით და პროგრამირებადი ჩართხით სარგებლობა გამოითვლება ფაილზე დახარჯული დროის შესაბამისად , 1 წუთის ღირებულება

  • ლაზერული მჭრელი – 50 თეთრი
  • CNC პროგრამირებადი ჩარხი – 2 ლარი (ალუმინი) 1ლარი ( სხვა დანარჩენი სამუშაო მასალა: MDF, ფანერა, ხე, ორგანული მინა,

3D  პრინტერით სარგებლობა ღირებულება დაანგარიშდება დახარჯული მასალის შესაბამისად 1 სმ/კუბი – 1 ლარი

ვაკუუმ ფორმირების აპარატი- პირველი ფაილი 25 ლარი, ყოველი შემდგომი ფაილი 5 ლარი.

  1. უზრუნველყოფთ თუ არა მასალებს?

რეგისტრირებული პროექტებისთვის ჩვენს ხელთ არსებული მასალის გამოყენება შესაძლებელია (ფანერა, ორგანული მინა, ტყავი … ) იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ იქნება დასაბუთებული მასალის საჭიროება. ასევე, მასალის გამოყენება შესაძლებელია ჩვენს მიერ ორგანიზებულ პროექტებში ჩართვის დროს. სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი მასალა მოაქვს დაინტერესებულ ადამიანს.

  1. მომივიდა სარეკლამო პროდუქციის იდეა. დამეხმარებით მის განხორციელებაში?

რა თქმა უნდა შეგვიძლია დაგეხმაროთ იდეის განხორცილებეაში, თუმცა ეს არაა უფასო მომსახურება. ფაბლაბი დაგეხმარებთ პროფესიონალურად შეძლოთ პროტოტიპების დამზადება. ჩვენ გვყავს გამოცდილი, მაღალპროფესიული ჯგუფი მექანიკურ ინჟინერიაში, დიზაინირებაში, ელექტრონიკაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფაბ ლაბი არ არის სარგებელზე გათვლილი პროექტი.