სერვისები

Fablab ILIAUNI- ში შესაძლებელია არსებული დაზგა-დანადგარების საშუალებით შემდეგი სერვისების მიღება:

  • დასამუშავებელი მასალის მაქსიმალური ზომა 80X50 სმ.

    ●        ორგ მინის ჭრა და გრავირება 1 – 6მმ 

    ●        ფანერის ჭრა და გრავირება  2 – 6მმ 

    ●        პლასტმასის გრავირება და ჭრა  – ABS 

    ●        ხის გრავირება და ჭრა – (8 მმ ამდე)

    ●        ტყავისა და ტყავის შემცვლელის გრავირება და ჭრა

  •  3 განზომილებიანი ობიექტების დამზადება შემდეგი პარამეტრებით:

    ●        მასალის მაქსიმალური გაბარიტები 203 x 152 x 152 მმ,  ან 203 x 203 x 305 მმ

    ●        რეზოლუცია (ფენის სისქე)  0.17მმ, 0.25მმ, 0.33მმ 0.35მმ

    ●        მხარდამჭერი მასალის გამოყენების საშუალება

    ●        მასალის ტიპი: PLA ან ABS

    ●        მხარდამჭერი მასალის მოხსნა დეტალიდან სპეციალურ გამხსნელ აბაზანაში

    ●        მასალის ფერების ფართო ასორტიმენტი

  • ●        სამუშაო არეალი (მმ) 1200 X 1000

    ●        სამუშაო სიმაღლე მმ- 140

    ●        სამუშაო მასალა : ფანერა, ხე , ალუმინი, ორგანული მინა, MDF.

  • მასალის მაქსიმალური გაბარიტები(მმ) : 250X300X100
    მასალა: ორგანული მინა,
    მასალის მაქსიმალური სისქე: 5მმ

აღჭურვილობა

ფაბლაბი თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიაა.

მასში თავმოყრილია უახლესი დაზგა-დანადგარები: 3D პრინტერები, 3D სკანერები, ლაზერული მჭრელები, პროგრამირებადი ჩარხები და სხვა მსგავსი დანადგარები. დაზგა-დანადგარებთან ერთად ლაბორატორიაში განთავსებულია მიკროელექტრონიკის სხვადასხვა ხელსაწყოები, ელექტრონული მოდულები, ელექტრონული გამზომი ხელსაწყოები და სხვა მსგავსი ხელსაწყოები. 

ლაბორატორიაში აგრეთვე განთავსებულია სხვადასხვა სახის კომპიუტერული ტექნიკა დანადგარების კომპიუტერული მართვისა და კომპიუტერული მოდელირებისათვის. 

ფაბლოგი

მეგობარი სტარტაპები

Handy – ეს არის საქართველოში წარმოებული, პირველი ხის მაჯის საათების ბრენდი, რომელიც მზადდება მრავალი სახეობის ხისგან და ნატურალური ტყავისგან. იდეა დაახლოებით 2წლის წინ გაჩნდა, რადგან მწარმოებლებს მაჯის საათები ძალიან უყვარდა.

იდეის განხორციელება დაიწყეს ფაბლაბის მეშვეობით.პროდუქციის პირველი გამოფენა-გაყიდვა თბილისი მოლში მოეწყო, სადაც საათებს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სწორედ ამან მისცა მწარმოებლებს მოტივაცია,რომ დაეხვეწათ პროდუქცია,გაეუმჯობესებინათ ხარისხი და ექციათ ქართულ ბრენდად.

კომპანია ჯერ ისევ განვითარების საფეხურზეა. ახლახანს სტარტაპმა შეძლო საკუთარი რესურსებით შეეეძინა წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიები.
ჯერ-ჯერობით საათების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ Facebook – გვერდზე.


სტარტაპი სამომავლოდ საკუთარი მაღაზიის გახსნასა და უცხოურ ბაზარზე გასვლას გეგმავს. ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმატების იმედს გვაძლევს ის ფაქტი, რომ ახლახან შემოთავაზებები მივიღეთ გერმანიიდან, ასვტრიიდან და ავსტრალიიდან. ნამდვილად არ ველოდით, თუ ჩვენს პირველ ნაბიჯებს ასეთი გამოხმაურება მოყვებოდა. ეს გვაძლევს სტიმულს, ჩვენი პროდუქტი უკეთესი გავხადოთ.

საქმის წამოწყებისთვის დღეს მთავარი  მონდომება, ენთუზიაზმი და შრომაა. თუ საკუთარი საქმე გიყვარს არ არსებობს გადაულახავი ბარიერი.

ჩვენ შესახებ

ფაბლაბ ილიაუნი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია.ლაბორატორიის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარებას. მისცეს მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს წვდომა სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკასთან თუ ტექნოლოგიებთან. 

ფაბლაბ ილიაუნი ძირითადად მუშაობს ორი მიმართულებით:

  1. სტარტაპების ხელშეწყობა;
  2. ინოვაციური იდეების ხელშეწყობა;

თუმცა ლაბორატორიის სივრცით და თანამედროვე დანადგარებით სარგებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია.

Back to top